საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რუსეთი საბჭოთა “მოსკვიჩის” ახალ მოდელს უშვებს – თბილისი 24
01/10/2023

რუსეთი საბჭოთა “მოსკვიჩის” ახალ მოდელს უშვებს

დასავლეთის სანქციების და  მსხვილი აქციონერის „რენოს“ წასვლის მიუხედავად რუსეთმა  საბჭოთა “მოსკვიჩის” ბრენდის ახალი მოდელის მასობრივი წარმოება დაიწყო,იტყობინება გაზეთი “შპიგელი”

ქარხნის გახსნას რუსეთის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ესწრებოდნენ.

ამრიგად,მოსკვიჩ-3 არის ჩინური SUV JAC S4-ის ასლი . რუსეთში ის თავდაპირველად ბენზინის ძრავის სახით გამოვა 150 ცხ.ძალით. ელექტრო ვერსიის გამოშვება  2023 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.

  •   „უახლოესი მომავლის ამოცანაა 2023 წლის ბოლომდე ადგილობრივი მომწოდებლების ჩართულობით მცირე ზომის აწყობის პროცესების დამყარება“, – ნათქვამია მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში.

რუსეთის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკვიჩის წარმოებამ რუსეთში დაახლოებით 40. 000 სამუშაო ადგილი შექმნა. საავტომობილო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული დასავლეთის სანქციების შედეგად,  იანვრიდან ოქტომბრამდე რუსეთში ახალი მანქანების გაყიდვები 60 პროცენტით შემცირდა დასავლელი მწარმოებლების გასვლის შემდეგ.