საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" სერგეენკო: მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია! - TB 24 - თბილისი 24
22/03/2023

სერგეენკო: მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია!

ჯანდაცვის ექსმინისტრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით სერგენკო ყოფილი მთავრსარდლის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან  შექმნილ, ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი საკუთარი 30 წლიანი ექიმობის პრაქტიკაში არ ახსოვს.

  • ” ექიმები ჩუმად არიან და კლინიკურ მედიცინაზე ლაპარაკობენ ადვოკატები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი. ერთადერთი დამაბრკოლებელი, რამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი პერმანენტული და პერსისტირებული პოლიტიზირება.
  • ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია, არც კი წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. ეს ბევრად სწრაფად ხდება ხოლმე. ოღონდ აცადონ ამ ექიმებს მუშაობა, ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.