საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პრემიერი ფარისეველ პოლიტიკოსებს: წინა ხააზზე წავიდნენ და იომონ! – თბილისი 24
04/10/2023

პრემიერი ფარისეველ პოლიტიკოსებს: წინა ხააზზე წავიდნენ და იომონ!

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ფეისბუკის ლომგულ, პოპულისტ- ფარისეველ პოლიტიკოსებს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ასე სწყურიათ ომი, უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იბრძოლონ.

  • კიდევ ერთი მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს.
    რომელი პოლიტიკოსი გინახავთ , ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი?
    ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუკში რომ არიან აქტიურები და ვითომ ძალიან დიდი ვაჟკაცური , გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ! არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ. ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება!“- აცხადებს პრემიერი.