საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ხორვატია შენგენის ზონის წევრი გახდა – თბილისი 24
04/10/2023

ხორვატია შენგენის ზონის წევრი გახდა

ევროკავშირის ქვეყნებმა ოფიციალურად დაამტკიცეს ხორვატიის შენგენის ზონაში გაწევრიანება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

  • “ხორვატიამ მიიღო შინაგან საქმეთა და იუსტიციის საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერა – 2023 წლის 1 იანვრიდან ჩვენ გავხდებით შენგენის შეთანხმების წევრი”, – განაცხადა პლენკოვიჩმა.

ამასთანავე, რუმინეთის  და ბულგარეთის  შენგენის ზონაში გაწევრიანების განაცხადები უარყოფილია. გაწევრიანების წინააღმდეგი ავსტრია და ნიდერლანდები იყვენენ.

შენგენის ზონა მოიცავს ევროკავშირის 26 ქვეყანას, რომლებსაც აქვთ ერთიანი სასაზღვრო კონტროლის სისტემა. 16 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაცხადა ბულგარეთის, რუმინეთის და ხორვატიის მზადყოფნა შეუერთდნენ შენგენის ზონას და რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის საბჭოს დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება.