საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" დეპუტატი: თურქეთში მიწისძვრა ხელოვნურად იქნა გამოწვეული ( ვიდეო) – თბილისი 24
04/10/2023

დეპუტატი: თურქეთში მიწისძვრა ხელოვნურად იქნა გამოწვეული ( ვიდეო)

თურქეთის მედია ავრცელებს მიწისძვრამდე რამოდენიმე წუთით ადრე გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს მძლავრი ენერგეტიკული მუხტით გამოწვეული ცის კამარის მრავლობითი ძლიერი ნათებები.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ევგენი ფიოდოროვის აზრით – ალბათობა იმისა, რომ თურქეთში მიწისძვრა ხელოვნურად იქნა გამოწვეული და  გამოყენებული იქნა სეისმოლოგიური იარაღი – ძალიან მაღალია.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12 391-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Anadolu საგანგებო სიტუაციების ადმინისტრაციაზე (AFAD) დაყრდნობით იუწყება.

ამავდროულად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ თითქმის 63 ათას ადამიანს მიაღწია, წერს გაზეთი Hurriyet იმავე დეპარტამენტზე დაყრდნობით.