საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პრემიერი: სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია – თბილისი 24
04/10/2023

პრემიერი: სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია

სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია – ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ყველაფერი პარლამენტის გადასაწყვეტია.

  • „ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით იმ კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა.
  • ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს.
  • ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა, უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, – განაცხადა პრემიერმა.