საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მისალმების ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში - TB 24 - თბილისი 24
23/03/2023

მისალმების ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში

ჩვენთვის მისალმების ყველაზე გავრცელებული ჟესტი ხელის ჩამორთმევაა. მაგრამ თითოეულ ერს ერთმანეთის მისალმების საკუთარი ადათ-წესები აქვს.

მოგზაურობის დაგეგმვისას  აუცილებელია გაეცნოთ კონკრეტულ ქვეყანაში მიღებული ქცევის ელემენტარულ წესებს. პატივისცემით მოკითხვა პირველია, რაც არა მხოლოდ კარგ განწყობას უზრუნველყოფს თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, არამედ დაგეხმარებათ ახალი მეგობრების შეძენაში.

  • საფრანგეთში, გარდა ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევისა, არაფორმალურ გარემოში შეხვედრისა და განშორებისას მიღებულია სამჯერ შეხება ლოყებზე, კოცნის გამოსახულებით.
  • გერმანიაში, შეხვედრაზე გერმანელი იკითხავს: “როგორ მიდის?”, მაგრამ იტალიელი – “როგორ დგახარ?”.
  • ამერიკაში მიღებულია ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ახალგაზრდა ამერიკელს შეუძლია მიესალმოს მეგობარს ზურგზე ხელის დარტყმით.
  • ლათინურ ამერიკაში შეხვედრისას , „ბუენოს დიასს“ წამოიძახებენ და მხრებზე ეხვევიან ერთმანეთს. უფრო მეტიც, ჩვეულებრივია ჩახუტება როგორც ნაცნობ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც პირველად შეხვდნენ.
  • არაბულ ქვეყნებში ხელებს მკერდზე გადააჯვარედინებენ,
  • ინდოეთის ზოგიერთი ტომის წარმომადგენლები კი შეხვედრისას ფეხსაცმელს იხდიან,
  • კონგოში ხელებს მეგობრებისკენ უშვებენ და მათზე სულს უბერავენ.
  • უჩვეულო გამარჯობა იციან ტაილანდში.  მისალმებას „ვაი“ ჰქვია – ხელისგულები ერთმანეთში იკეცება და მკერდთან ან სახესთან მიიტანს, ოდნავ იხრება.

-ინდოეთში, მისალმების ნიშნად, ჩვეულებრივად იკეცება ხელისგულები ისე, რომ თითების წვერები წარბების დონეზე იყოს. ასევე, ახლო ადამიანებს შორის, თუ დიდი ხანია არ შეხვედრიან, ჩახუტება შესაძლებელია: მამაკაცებისთვის ,ზურგზე ხელისგულების მოსმით, ქალები კი მსუბუქად ეხუტებიან ერთმანეთს და ლოყაზე ორჯერ ეხებიან.

-იაპონელი შეხვედრისას ქედს იხრის. არსებობს 3 სახის ქედის მოხრა :

დაბალი და ნელი  ღრმა პატივისცემის გამომხატველი;

საშუალო (20-30 გრადუსიანი კუთხით) რამდენიმე წამის დაგვიანებით და თავისა და ტანის ოდნავ დახრილობით,

შეხვედრისას სპარსელები ერთმანეთს  უსურვებენ: „იყავი მხიარული“, ებრაელები– „მშვიდობა შენდა!“, რუსები- ჯანმრთელობას, გერმანელები- კარგ დღეს,  ქართველები – მშვიდობას  ან გამარჯვებას.