საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ნათია ბერიძე: სისასტიკე იყო ის, რაც მაშინ გვიქნეს….! – თბილისი 24
04/10/2023

ნათია ბერიძე: სისასტიკე იყო ის, რაც მაშინ გვიქნეს….!

2011 წელს ვინც ქუჩაში იყო, მიშას წინააღმდეგ იბრძოდა იმას კარგად ემახსოვრება.
მაშინ ისეთ დღეში ვიყავით, დიდი, პატარა, ქალი, კაცი, არავის გვინდობდნენ, წამება, ხოცვა, გაუპატიურება, ქუჩაში “საქმის შესაკერად” ჩაცხრილული ახალგაზრდები, წართმეული ბიზნესები, გაუპატიურებული ცოლები-დედები-მამები და ძმებიც კი!!!!

ძალიან, ძალიან დავიღალეთ და 7 ნოემბერს დარბეულმა, ნაწამებმა ხალხმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ხმის ამოღება და ხელისუფლების ცვლილება.

მე იმ ასაკში ვიყავი, რა ასაკშიც ახლა რუსთაველზე მდგარი ბავშვები იყვნენ, ბევრ ჩემ ტოლთან ერთად საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ვიბრძოდი… ჩვენ ბევრი არაფერი შეგვეძლო. მაშინ ხალხთან “სახალხო კრება დადგა” ჩვენც მათ გვერდით ვიყავით. დავფრინავდი სიამაყით რომ ქვეყნის გადასარჩენად ნონა გაფრინდაშვილის, ირაკლი ბათიაშვილის, გია ბურჯანაძის და სხვა უდიდესი ადამიანების გვერდით ვიდექი….

ჩვენ იქ ვერაფერს ვწყვეტდით იმიტომ რომ არ გვესმოდა მაგრამ გულწფელად ვიბრძოდით. პოლიტიკოსებიდან ნინო ბურჯანაძე ჩაუდგა სათავეში მაშინ აქციებს. 21 მაისს ქუჩაში გასვლა გადაწყდა.

წინა ღამესვე დაიწყეს სახლებიდან ხალხის მოპარვა! (ბევრად ადრეც მაგრამ მასობრივი წინა ღამეს) პირდაპირი მნიშვნელობით. გაყავდათ შუაღამისას სახლებიდან ლიდერები, აქტიური ნაწილი და აქრობდნენ. რა თქმა უნდა კვალს ვერ ვაგნებდით და უშედეგო ძებნის მერე მხოლოდ იმედს ვიტოვებდით რომ ცოცხლებს დააბრუნებდნენ ოდესმე!

საშინელი გასაძლები იყო, გვითვალთვალებდნენ, ოფისებთან მოსასმენი აპარატურით იდგა მანქანები, ყველას დაგვყვებოდნენ, გვიკონტროლებდნენ ნაბიჯებს… ამას იმდენად ღიად და ნაგლად აკეთებდნენ რომ “მოთვალთვალეებს” უკვე დილას სახლიდან გასულები ვესალმებოდით. მართლა! იმდენად თავხედები იყვნენ რომ არც მალავდნენ! 21 მაისს დილიდან გაგრძელდა დაჭერები.

ოფისების კარებთან იდგნენ და იქიდან გასულ კაცებს-ბიჭებს იჭერდნენ.

ახალგაზრდულის თავმჯდომარეს ფეხმძიმე მეუღლესთან და დედასთან ერთად აქციაზე მიმავალს მეტროს კიბესთან დახვდნენ და ფეხმძიმე ცოლი თვალწინ ისე უცემეს, დღისით, მზისით, ხალხში, რომ გოგონას მაშინვე მოეშალა მუცელი! მერე ამ ბიჭის დაჭერა ხალხმა არ დაანება!!! არ გაატანა!!!

დროშებს, ფლაერებს და ბანერებს გვართმევდნენ რომ აქციაზე ვერ მიგვეტანა.
მაშინ მახსოვს ძალიან დიდი ერთობა იყო და ხაზის “მარშუტკებმა” დაიწყეს ჩვენი დახმარება. ხაზის ნომრებს არ ხსნიდნენ, ისე მოდიოდნენ ოფისებთან და იმითი ვიპარებოდით რომ გზად ვერავის შევემჩნიეთ. ასე მივედით თავისუფლების მოედნამდე.

ახლა ვინც რუსთაველზე გულწრფელად იდექით, იმათი ყველა ემოცია კარგად ვიცი, გავლილი მაქვს!
ჩვენ მაშინ არაფერი გვქონდა, გარდა რამდენიმე შემორჩენილი დროშის და პლაკატისა.

ცარიელი ხელებით მივედით პარლამენტთან! ცარიელი ხელებით!

ახლა რამდენი რამ გქონდათ, ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია რომ რაიმე თავდასაცავი საშუალება წაგვეღო, ან ხელკეტი, ან “კასტეტი” ან გაზი, მოლოტოვის კოქტეილი მითუმეტეს!  ვინ გაიფიქრებდა მაგას.

ჩვენ ვიყავით მშვიდობიანი მომიტინგეები რომლებსაც უდიდესი იდეა გვქონდა!

დაგვეხსნა ქვეყანა ტირანისგან!

მიზეზები ზევით ჩამოვთვალე ვისაც არ გახსოვთ!

მოკლედ მაშინაც იდგნენ ჩვენთან პოლიტიკოსები! ისინი ყველგან არიან, ყველა პროტესტს სათავისოდ იყენებენ სულ! მაშინ ასეთი ნინო ბურჯანაძე იყო.

25 მაისის საღამოს, ბურჯანაძემ გაგვყიდა! შვილთან ერთად მდგარი გაიპარა და ხალხი გავეშებულ სპეცრაზმელებს შეატოვა!

დიახ მეგობრებო, ჩვენც თქვენს ასაკში, მოგვატყუეს პოლიტიკოსებმა, დაგვტოვეს როგორც თქვენ დაგტოვეს იმ ღამეს, ოღონდ მთავარი განსხვავება ის იყო რომ მაშინ ბურჯანაძე ხელისუფლებას მიეყიდა და ხელისუფლება ისეთი ლოიალური არ იყო როგორიც ახლაა.

მაშინ წყლის ჭავლით კი არა უსასტიკესად გაუსწორდნენ ხალხს, გაურკვეველი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ცემისგან გონება დაკარგული მოხუცები, გამქრალი ახალგაზრდები, ხელკეტებით დახეთქილი თავები, დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიები, აკრძალული იარაღები!!!!! აკრძალული!

ჩვენ გაქცევის საშუალება არ გვქონდა, ეკლესიის კედლებზე წარწერები დაგვეწერა ან რამე დაგველეწა კი არა, მოგვაქციეს ალყაში და სასიკვდილოდ გაიმეტეს ხალხი, მსხვერპლიც იყო, მსხვერპლი!!!! სახურავზე შემოყრილი გვამები!!!!!

დაკავებულებზე ლაპარაკი ზედმეტია, ვერ ვიგებდით ვინ სად მოგვეძებნა, მთელი ღამე მეგობრების ძებნაში გავატარეთ. მეორე დღეს თქვენსავით ისევ აქციაზე ვერ გავედით, დალეწილები, დასახიჩრებულები, დაჭრილები…. დახოცილები….. ჩვენს სისხლზე დილითვე წითელი ხალიჩები გადააფარეს და აღლუმი ჩაატარეს!!!! თქვენ მოთხოვნა შეგისრულეს, მოგისმინეს….

ახლა მეტყვით ხოდა მაგიტომ შევცვალეთო, ხოდა მაგიტომ აღარ არიანო… არა მაგიტომ არა, ჩვენ საკუთარი სიცოცხლე დავდეთ სასწორზე და იმიტომ…

3 წლის იყო მაშინ ჩემი შვილი, 3 წლის! ტელეფონზე მირეკავდნენ და 3 წლის ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ, მეუბნებოდნენ რომ ქუჩაში გასულს კარგად გამეხედა ორივე მხარეს, რამე არ “დამჯახებოდა” მემუქრებოდნენ”კარგად ჩაკეტე კარი და უცხოს არავის გაუღოო” “შვილს გაუფრთხილდიო” უნივერსიტეტში სტატუსი შემიჩერეს, უაზრო მიზეზებით, სამსახურს ვერ ვშოულობდი, იმიტომ რომ მე რუსთაველზე აქციაზე ვიდექი! გასაუბრებაზე მივიდოდი, გავივლიდი ყველა ეტაპს, დილით სამუშაოდ დამიბარებდნენ-ღამე დამირეკავდნენ და ბოდიშს მიხდიდნენ ვეღარ აგიყვანთო.

მიზეზი კარგად ვიცოდი. მირეკავდნენ “ იშოვნე სამსახური?! ვერა ხო?! ვერც იშოვნი სანამ ჩვენთან არ მოხვალ”…. ამიტომაც ვიყავი უმუშევარი, საკუთარ შვილს ლუკმას ვერ ვყიდულობდი, გესმით?!

მარტოხელა დედას, 1 წლის შვილით, სამსახურში იმიტომ არ მიღებდნენ, უნივერსიტეტიდან იმიტომ გამომაძევეს რომ თქვენსავით ქუჩაში ვიდექი…. თქვენ ქულებს გიწერენ აქციაზე სწლფის სანაცვლოდ და თუ რომელიმე ლექტორმა რჩევა მოგცათ და არ მოგიწონათ საქციელი უნივერსიტეტიდან გაგდებას ითხოვთ. ჩვენ სტატუსებს გვიჩერებდნენ…. სწავლის უფლებას გვართლევდნენ…

ვრცელი პოსტი გამოვიდა მაგრამ ყველაფერი მაინც ვერ ვთქვი.

მხოლოდ ერთი მინდა იცოდეთ, დღეს თქვენ იმათმა გამოგიყენეს ვინც ჩვენ მაშინ განოგვიყენა და მიგვატოვა, და იმათთან ვინც გაგვწირა. თქვენ გგონიათ უფრო მნიშვნელოვანი ხართ მათთვის?! უფრო გაგიფრთხილდებიან?! მიშას შვილი იდგა აქციაზე?!

დეჟავიუ მაქვს, მაშინაც ბურჯანაძემ გამოიყვანა თავისი შვილები…. არქივი კარგი რამეა, გადახედეთ და ნახავთ სად და როგორ გააქცია მერე ამ ქალმა თავისი შვილიკოები! ზუსტად ასე გააქრეს ახლაც თავისი შვილები და თქვენ დაგტოვეს. მოგატყუეს, გამოგიყენეს. უბრალოდ თქვენ გაგიმართლათ რომ ხელისუფლებაში ის ხალხია ვისაც თქვენზე გული შესტკივა, ვინც არ გაგწირათ, ვინც გაგიფრთხილდათ.

ჩვენ არა ბავშვებო, ჩვენ მაშინ არ გაგვიმართლა, არ დაგვინდეს…. ჩვენ “საპასუხო რეაქცია” როგორც თქვენ იმ ვანდალიზმს უწოდეთ ვერ გვქონდა.

თქვენსავით არავის მოუცია დრო, შანსი…. ჩვენ არ დაგვიმტვრებია ქუჩები, მინები, არ დაგვიწერია ტაძრის კედელზე, რუსთაველის თეატრს არ შევხებივართ, მუზწუმი არ დაგვილეწავს, მანქანები არ დაგვიწვავს…

სისასტიკე იყო ის რაც მაშინ გვიქნეს…. ახლა რომ გაგულიანებენ “საამაყო ახალგაზრდებს” გეძახიან, მაგათმა დაგვხოცეს ჩვენ…. დაფიქრდით, ისწავლეთ სხვისი მაგალითით და იყავით უფრო გონიერები.

რაც შეეხება თქვენს ნამოქმედარს, ლეწვას, ნგრევას, მტვრევას, ნუ ამართლებთ უკურეაქციით, აზრი არ აქვს.…

ჩვენს წინ, 9 აპრილი იყო, მაშინ ტანკებით დასდევდნენ ხალხს წყლის ჭავლით კი არა, აჩეხილი, დასახიჩრებული ჩვენი მშობლების თაობა იდგა რუსთაველზე და არასოდეს, არასოდეს გამიგია მათგან წუწუნი!

ამიტომ ნუ გგონიათ რომ მარტო თქვენ გაქვთ პროტესტის განცდა, მარტო თქვენ გიყვართ ქვეყანა და ამიტომ გაქვთ ყველაფრის უფლება. თქვენ რომ ამდენის უფლება გაქვთ ჩვენი და ჩვენი წინა თაობების დამსახურებაა რომლებსაც ბებრებს და რუსეთუმეებს ეძახით.

ამ ხალხს თქვენზე მეტი აქვს ნანახი, გავლილი და აგრესიის და სიძულვილის ნაცვლად მათ მაგალითზე უნდა ისწავლოთ.

პატივი ეცით იმ თავისუფლებას რომელიც ჩვენი და ჩვენი მშობლების-ბებია-ბაბუებისგან გერგოთ!

ღმერთს ებარებოდეთ!

ნათია ბერიძე, ჟურნალისტი