საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მერაბიშვილმა ჩაისვარა: ტყულია, მიგონებენ! – TB 24 – თბილისი 24
31/03/2023

მერაბიშვილმა ჩაისვარა: ტყულია, მიგონებენ!

სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ხერხემალს, ივანე მერაბიშვილს შეეშინდა და უარყო საუთარი განცხადება – სახელმწიფო გადატრიალების და რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩართვის შესახებ.

მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ის „ქართული ოცნების“ „კომიკური მცდელობად“ აფასებს, რომელსაც სურს – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენოს ვანო მერაბიშვილი. ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას- აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

  • „ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.
    კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემ სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.
    რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი.“- წერს სოციალურ ქსელში მერაბიშვილი.