საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" „კაშეი- ბესმერტნი“ ბოღმას ანთხევს: ღარიბაშვილის მოღვაწეობა აწყობილია სიძულვილზე, აგრესიაზე! - TB 24 - თბილისი 24
23/03/2023

„კაშეი- ბესმერტნი“ ბოღმას ანთხევს: ღარიბაშვილის მოღვაწეობა აწყობილია სიძულვილზე, აგრესიაზე!

ღარიბაშვილ-კობახიძის  დისკრედიტაციისათვის მტრებმა  ქართული პოლიტიკის „კაშეი- ბესმერტნი“,  ყოვლისმცოდნე  ე.წ. ექსპერტი ნოდარა ხუხაშვილი გამოაგორეს.

 ხუხაშვილის  თქმით ღარიბაშვილს და კობახიძეს „არანაირი რესურსი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ნორმალური ურთიერთობის, საერთო ენის გამონახვის არ აქვთ და ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს“.

  • „ მათი მთელი მოღვაწეობა აწყობილია სიძულვილზე, აგრესიაზე, ძალის დემონსტრირებასა და ნეგატივზე, ტოტალურ ნეგატივზე, სპეკულაციებზე.
  • ხან ეკლესიას ეფარებიან, ხან სატანიზმზე იწყებენ ლაპარაკს.
  • შესაბამისად, გუშინდელი გამოსვლა კანონზომიერი იყო. ამ კაცმა სხვა არაფერი იცის და რაც ისიც, იმას აკეთებს, იმავე სქემაში ზის, ასეთი მოცემულობაა.
  • ფაქტია, რომ ხელისუფალი დღეს ფიქრობს რევანშზე.
  • სისუსტის გამოვლენა ასეთი ადამიანებისთვის არის ყველაზე დიდი კოშმარი, რაც შეიძლება იყოს და ამიტომ ესენი ცდილობენ რაღაცნაირად ისევ აგრესიით, ისევ ძალის დემონსტრირებით გავიდნენ ფონს. ამას აკეთებენ თავისი შვილებისა და შვილიშვილების თაობის მიმართ. სჯობს რომ მოეშვან, იმიტომ, რომ თაობათა ცვლის პროცესი დაწყებულია და გარდაუვალია,
  • არ აქვს მას არც ინტელექტუალური და როგორც ჩანს, ინსტრუქციებით იმის მანევრი, რომ რაიმე შეცვალოს.
  • ისევ იქ არის და ელოდება სისუსტის გამოვლინებას მეორე მხრიდან, რომ გუშინ თუ არ სცემა საზოგადოება, ხვალ სცემოს,
  • ზნეს ვერ შეიცვლიან ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ“, – განაცხადა თავად უზნეო ხუხაშვილმა.

რედაქცია:  ზოგადად, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, ისევე ჩვენთვის საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის  კონკრეტულად ეს პოლიტიკური მძორი , უბრალოდ ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, თუ  როგორი  უზნეო, უმადური და სულით გაუმაძღარი -ღორი არ უნდა იყოს ადამიანი.