საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" სააკაშვილი ნორვეგიამ ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის დააჯილდოვა! – თბილისი 24
22/09/2023

სააკაშვილი ნორვეგიამ ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის დააჯილდოვა!

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება, დაცინვა, რაც კი შეიძლება ერისადმი განახორციელო, ეს საქართველოს ნეოფაშისტი ექს.პრეზიდენტის, მრავალ დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის “ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში” დაჯილდოვებაა! 

მსჯავრდებულ  მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.

  • „ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში. ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და „ოცნებაში“, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“, – წერს ადმინი  სააკაშვილის პირად  სოციალურ ქსელში .