საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" განადგურებულია ე.წ. „ქართული ლეგიონის“ 60-მდე  მებრძოლი – თბილისი 24
04/10/2023

განადგურებულია ე.წ. „ქართული ლეგიონის“ 60-მდე  მებრძოლი

რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმით გაანადგურა „ქართული ლეგიონის“ ათობით დაქირავებული მებრძოლი, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ მოწყობილ სისასტიკეებში, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

  • „21 აპრილს ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემით განხორციელდა შეტევა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტანტინოვკაში, ბიბლიოთეკის შენობაში განლაგებულ იარაღის საცავზე,უცხოელი დაქირავებული მებრძოლების  განლაგების პუნქტზე.
  • დარტყმის შედეგად  ლიკვიდირებულია ე.წ. 60-მდე ბოევიკი  “ქართული ლეგიონად” წოდებული შენაერთიდან, განადგურებულია  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 15 ერთეული სამხედრო ტექნიკა,  მძიმედ დაშავდა კიდევ 20-მდე დაქირავებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

განადგურებული ბოევიკები მონაწილეობდნენ 2022 წლის მარტში კიევის მახლობლად რუსი სამხედროების სასტიკ წამებასა და მკვლელობაში, იხ. ვიდეო (+18)