საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პატრუშევი: რადიოაქტიური ღრუბელი ევროპისკენ მიემართება – თბილისი 24
04/10/2023

პატრუშევი: რადიოაქტიური ღრუბელი ევროპისკენ მიემართება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა სიქტივკარში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რადიოაქტიური ღრუბელი  ევროპისკენ მიემართება, რომელიც წარმოიქმნა უკრაინაში გაღარიბებული ურანის მქონე  ბრიტანული საბრძოლო მასალის განადგურების შემდეგ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი ჰიროშიმაში G7 სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, სადაც „დასავლეთის ქვეყნების მეთაურები, შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ უკრაინის დახმარებას განიხილავენ , – იუწყება რია ნოვოსტი.

  • „ამერიკელები ისტორიაში არაერთხელ „დაეხმარნენ“ მსგავს ქვეყნებს“, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა. – უკრაინასაც “დაეხმარნენ”, თანამგზავრებზე ზეწოლა და გაღარიბებული ურანით ამარაგებდნენ. მათმა განადგურებამ განაპირობა ის, რომ რადიოაქტიური ღრუბელი დასავლეთ ევროპისკენ გაემართა. პოლონეთში კი რადიაციის ზრდა უკვე დაფიქსირდა“.

.