საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები გენოციდად და “რაშიზმად ” აღიარა – თბილისი 24
04/10/2023

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები გენოციდად და “რაშიზმად ” აღიარა

ნატოს ახალი ბოდვა და რუსეთის მორიგი იძულება გაუთვალისწინებელი ქმედებებისაკენ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები უკრაინაში  გენოციდად, ხოლო რუსეთის რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“.

  • „ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება“, – განაცხადა ეგორ ჩერნიევმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა.