საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" წმინდა მიქელა ბრუნდება ანუ ძრწოდეთ,„ტრაკების პარადი“ იწყება! – თბილისი 24
04/10/2023

წმინდა მიქელა ბრუნდება ანუ ძრწოდეთ,„ტრაკების პარადი“ იწყება!

    არსად წასულა და ბრუნდება, მშობლიური ენა არ ახსოვდა და  სასამართლო პროცესზე თარჯიმანს ითხოვდა, მძიმე ლითონებით მოწამლული , დემენცია – კახექსიით კვდებოდა ,მაგრამ  „სასწაულთმოქმედ“ თორნიკე( რიჟვაძე) „ლოცვას“ საბოლოოდ გამოუჯანმრთელებია , განუკურნავს  და ბრძოლის ხასიათზე მოუყვანია.

   მდინარაძის ცინიზმი „თორნიკეს მოუბრუნებია“  არ ესიამოვნათ სააკაშვილის ძუძუმწოვრებს, ე.წ. გენერალიტეტს და აჭარის მბრძანებელი  „ქვეყნის მოღლატე, რუსების უკანალში შემძვრალი” და სხვა ღირსების შემლახავი ეპითეტებით შეამკეს.

  •  „ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.
  •  საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
  • უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
  • დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ.
  • ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს  პუტინის ტყვე მხედართმთავრის, მიქაელ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი .