საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" კახიშვილი: დასავლური მოთხოვნები ჰგავს დაახლოებით „წადი იქ- არ ვიცი სად, მოიტანე ის, არ ვიცი რა“. - TB 24 - თბილისი 24
23/03/2023

კახიშვილი: დასავლური მოთხოვნები ჰგავს დაახლოებით „წადი იქ- არ ვიცი სად, მოიტანე ის, არ ვიცი რა“.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ დასავლური სტანდარტები არაერთგვაროვანია.

– „ დასავლური სტანდარტები რომ იყოს ერთიანი, მაგალითად, იქ შესვლისთვის გვჭირდება პროკურორის ისეთი არჩევის წესი, როგორიც ყველა დასავლურ ქვეყანას აქვს, ისეთი მოსამართლეების დანიშვნის წესი, როგორიც ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს, კი ბატონო, ადვილად შეასრულებ. მაგრამ, ისეთ რამეს რომ გთხოვენ, რაც თვითონ არ აქვთ, არასდროს არ ჰქონიათ და არც ვიცით ესეთ წესზე გადავლენ საერთოდ თუ არა, გიჩნდება კითხვა“,- განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილის თქმით დასავლური მოთხოვნები ჰგავს დაახლოებით მოთხოვნას:წადი იქ- არ ვიცი სად, მოიტანე ის, არ ვიცი რა“. დეპუტატმა ისაუბრა ასევე დასავლელ პარტნიორებთან ინფორმაციის სწორად მიწოდების საჭიროებაზე.

– „ახსნაა საჭირო – რა დავაკელით,  ვერ მივიტანეთ სწორედ ადრესატამდე ჩვენი სიმართლე, რა პრობლემებიც გვაქვს. სხვათაშორის, ნაცებს ჰქონდათ „ნიჭი“ საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინათ შავზე ეთქვათ – თეთრი,  თეთრზე-შავი… ჩვენ, შავზე-შავს ვერ ვუმტკიცებთ“- განაცხადა პარლამენტარმა.