საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მედვედევი: მოსკოვის მიზანია “ჯოჯოხეთის უზენაესი ბატონის შეჩერება” – TB 24 – თბილისი 24
31/03/2023

მედვედევი: მოსკოვის მიზანია “ჯოჯოხეთის უზენაესი ბატონის შეჩერება”

6282645

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სჭირდება უცხო ტერიტორიები, მაგრამ ის იბრძოლებს თავისი მიწებისთვის მათ წინააღმდეგ, ვისაც  სძულს რუსეთი და კრძალავს მის ღირებულებებს, ენას და რწმენას.

  • ” რუსეთი იბრძვის “მთელი თავისი ხალხისთვის, თავისი მიწისთვის, თავისი ათასწლიანი ისტორიისთვის. ბრძოლა არის მათ წინააღმდეგ, ვინც „გვძულს, ვინც კრძალავს ჩვენს ენას, ჩვენს ღირებულებებს და რწმენასაც კი, ვინც ავრცელებს სიძულვილს ჩვენი სამშობლოს ისტორიის მიმართ. ეს არის შეშლილი ნაცისტი ნარკომანების  ხროვა და  მათ მიერ დაშინებული ადამიანები, დასავლეთის ძაღლების დიდი ხროვა.  მოსკოვის მიზანია “ჯოჯოხეთის უზენაესი ბატონის შეჩერება” და “ჩვენი იარაღი სიმართლეა“, ასე რომ რუსეთი გაიმარჯვებს”, – თქვა მედვედევმა.

გარდა ამისა, მედვედევმა თქვა, რომ სამხედრო კამპანია უკრაინაში გადავა ახალ დონეზე და დაკარგავს თვალსაჩინო საზღვრებს, თუ დასავლეთი გააგრძელებს  კიევის იარაღით  მომარაგებას.