საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" IRI კვლევის თანახმად, ლომჯარიას რეიტინგი სააკაშვილისას 5%-ით უსწრებს – TB 24 – თბილისი 24
31/03/2023

IRI კვლევის თანახმად, ლომჯარიას რეიტინგი სააკაშვილისას 5%-ით უსწრებს

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტიმა (IRI) ტრადიციული კვლევა ჩაატარა.

მათი ცნობით, მონაცემები გროვდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.  გამოკითხვის დიდი ნაწილი რუსეთს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება.

  • საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს ამ კვირას, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

1.ქართული ოცნება -25%

2.ნაციონალური მოძრაობა-12%

3.გახარია-3%

4.პატრიოტთა ალიანსი -2%

5.ალტ ინფო-1%

  • საზოგადოებრივი ნდობის კრიტირიული მიხედვით კვლავ ლიდერობს უწმინდესი და უნეტარესი ილია II- 88%-ით. შემდეგ ადგილებზე არიან:

1.კახა კალაძე- 51%

2.ირაკლი ღარიბაშვილი-44%

3.ანა დოლიძე-40%

4.ნინო ლომჯარია-38%

5.დავით უსუფაშვილი-38%

6. ბიძინა ივანიშვილი-36%

7.მიხეილ სააკაშვილ-33%

8.გიგა ბოკერია-17%

  •  კითხვაზე- „როგორია თქვენი აზრი თითოეულ შემდეგ ინსტიტუტზე “, პასუხი შემდეგია:
  1. არმია-74%
  2. საპატრიარქო-68%
  3. პოლიცია-63%
  4. მედია-55%
  5. პრემიერ მინისტრის ოფისი-42%
  6. პრეზიდენტის ოფისი-35%
  7. პოლიტიკური პარტიები -32%
  • რომელ ქვეყანას  თვლით საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად?
  1. ევროკავშირი- 51%
  2. ამერიკა-47%
  3. რუსეთი-7%

რაც შეეხება რუსეთს, მას :

  • ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად  -14% მიიჩნევს
  • საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ -89%,
  • საქართველოს ყველაზე დიდ ეკონომიკურ  საფრთხედ -80%.
  • მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს, სრულ  მხარდაჭერას უცხადებს 83%.
  • “საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში მცხოვრები ადამიანი”  დადებითად პასუხობს მხოლოდ 12%.
  • რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე? რუსეთის პოზიციას მიიჩნევს 21%,

ერთადერთი კითხვა, რაშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია ეს არის „რომელ სოციალურ მედია საიტებს იყენებთ ყველაზე ხშირად?“ 95% პასუხობს ფეისბუკს.

IRI ცნობით ცდომილების ზღვარი  +/- 2.5 %-ს შეადგენს.