საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტა ჩამოვარდა - TB 24 - თბილისი 24
23/03/2023

პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტა ჩამოვარდა, იტყობინება ადგილობრივი რადიოსადგური ZET არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
მედია ირწმუნება, რომ ინციდენტი უკრაინის საზღვარზე, ლუბლინის სავოევოდოს სოფელ პრჟევოდოვთან მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ინციდენტის შეტყობინების შემდეგ მინისტრთა საბჭოს უშიშროების კომიტეტის სხდომა მოიწვია. მთავრობის სპიკერმა პეტრ მიულერმა პირობა დადო, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი ყველა მონაცემი „თუ ეს შესაძლებელია, რაც შეიძლება ფართოდ იქნება წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრისთვის“.

მან ასევე მოუწოდა არ გამოაქვეყნონ დაუდასტურებელი ინფორმაცია.