საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რუსეთი ირანული უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას დაიწყებს – თბილისი 24
01/10/2023

რუსეთი ირანული უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას დაიწყებს

რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს.

აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, Washington Post წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამერიკული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.